კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მეზობელ ქვეყნებში.სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულია სომხეთის პრეზიდენტიც, რომელიც ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში გასულ დღე-ღამეში 23 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 ათას 809 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 171 პაციენტი. თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 340 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 23 ათას 152 -ს შეადგენს.