ჯანმო-ს გაფრთხილება

13 იანვარი 2021, 17:06 1055 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის კოვიდ-19-ის ახალი შტამების გაჩენის საფრთხის შესახებ  აცხადებს, რასაც მისი გავრცელების მაღალი ტემპებით ხსნის.  გავრცელების მაღალი დონე იმაზე მიანიშნებს, რომ  ახალი შტამების გაჩენას უნდა ველოდოთ - ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის  ახალი ბრიტანული შტამი უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი, სამხრეთ აფრიკული შტამი 20 ქვეყანაშია გავრცელებული, ხოლო იაპონიაში არის საკუთარი კორონავირუსის მესამე ტიპი.

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსით 92 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, 2 მილიონამდე კი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი