კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოში თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან

13 იანვარი 2021, 14:41 963 ნახვა

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, თუმცა ისინი სრულად არ უნდა მოიხსნას. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტეს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილებას ორკვირიანი დაკვირვების საფუძველზე მიიღებენ. სპეციალისტებისთვის საიმედოა ის, რომ ჩატარებული ტესტირებიდან დადასტურების შემთხვევები 8%-ზე ჩამოვიდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში 10%-ზე მაღალი იყო. როგორც ცნობილია, 1 თებერვლიდან სავაჭრო ობიექტები ფუნქციონირებას განაგრძობენ, ადმინისტრაციას რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ მოვაჭრეების ტესტირებაც მოუწევთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი