რომელ დარგებს შეეხებათ ელექტროენერგიის სუბსიდირება 

13 იანვარი 2021, 13:08 1725 ნახვა

გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, სადაც ჩამოთვლილია ის სამეწარმეო საქმიანობები, რომლებსაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ.

ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, თითოეულ თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50%-ის სუბსიდირებას მოახდენს.

დადგენილების მიხედვით სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს:

მეფრინველეობა;

ხორცის გადამუშავება და კონსერვირება;

შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება;

ხორცის პროდუქტების წარმოება;

თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება;

კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება;

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები;

ზეთებისა და ცხიმების წარმოება;

მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება;

რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება;

საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება;

სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება;

პურის წარმოება;

არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება;

ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება;

მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება;

შაქრის წარმოება;

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება;

ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება;

მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის;

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.

მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.

ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მეწარმე სუბიექტების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე განაცხადების მიღების პერიოდის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადებს პირველადად ამოწმებს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

უფრო ვრცლად იხილეთ ლინკზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5080731?publication=0

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი