დაინიცირდა კანონი და შეტანილი იქნება ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შემოტანას - ჯანდაცვის მინისტრი

13 იანვარი 2021, 12:09 1076 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ​კოვაქს პლატფორმასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მზადება მიმდინარეობს.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ფაიზერის ვაქცინის მოწოდება იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა კომპანიის ვაქცინაც დაემატოს. 

''გამოიკვეთა, რომ საჭირო არის საკანონმდებლო ცვლილება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ პირველი საკომიტეტო შეხვედრაც გაიმართა. დაინიცირდა კანონი და იანვრის  ბოლომდე გეგმიურად იქნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებლად შემოტანას. 

კოვაქს ფლატფორმიდან ასევე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ  სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია ,,ფაიზერის'' ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ამ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და გვაქვს მოლოდინი, რომ ,,ასტრაზენეკაზე'' ხელმისაწვდმობაც ექნება ჩვენს მოქალაქეებს. 

ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს ,,ფაიზერის'' ვაქცინა თუ რომელიმე სხვა  მას აქვს თავისი ეტაპობრიობა და ასევე გარკვეული ''პორციული'' შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ რთულია. მხოლოდ  ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტშიც ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში