სოფელ ნენიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა

13 იანვარი 2021, 10:55 1806 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა.

მიწის მასა საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში ჩამოიშალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ დასახელებულ ზოლში ბოლო წლებია მრავალწლოვანი ხეების ხმობის პროცესი დაიწყო. ადგილობრივების განმარტებით, იქ ცხოვრება საფრთხისშემცველია.

განადგურებული ნარგავების სანიტარული ჭრა აჭარის სატყეო სააგენტომ წელს დაიწყო და ასევე იგეგმება ტყის ახალი მცენარეებით განახლება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი