ვაშინგტონის მერი ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოების გაძლიერებას მოითხოვს

11 იანვარი 2021, 17:03 1110 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შიდა ტერორიზმის ბრალდებით, სისხლის სამართლის მინიმუმ 25 საქმე აღიძრა.  

სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღი, “მოლოტოვის კოქტეილები" და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებული ქაოსის გათვალისწინებით ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუსერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს.

ბოუსერი ამბობს, რომ 11-დან  24 იანვრამდე გამოძიების ფედერალურმა სამმართველომ დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ბრიფინგები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამართოს და აღნიშნულ პერიოდში მასობრივი შეკრებების უფლება არ უნდა გაიცეს. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი