ამნისტიის კანონი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე მასშტაბური ამნისტია იქნება. საკითხს დეპუტატებმა კენჭი რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ. მანამდე კი სხვადასხვა თემაზე ბიურო იმსჯელებს. კანონპროექტის მიხედვით, იანვრის ბოლომდე ციხე დახლოებით 1 500-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს. შეგახსენებთ, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მასშტაბური ამნისტია არ განხორციელებულა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა ამნისტიის პროექტზე, თუმცა, არცერთი მათგანი პარლამენტში განხილვებამდე არ მისულა.