დიდთოვლობას ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

10 იანვარი 2021, 20:00 831 ნახვა

ესპანეთში გაუარესებული მეტეოროლოგიური პროგნოზის გამო დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 4-მდე გაიზარდა. როიტერის ინფორმაციით, ძლიერი თოვის დროს ადიდებულ მდინარეს 2 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ. გამოცემის ცნობით, კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ, ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ემსხვერპლნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ესპანეთში უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა. თოვლმა და ყინულმა შეფერხება გამოიწვია 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა.

დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკები დახურა. შეჩერდა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ქალაქ ალიკანტეს და ვალენსიას შორის. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკავოს. მეტეოროლოგები მადრიდში მომდევნო დღეებშიც ცივ ამინდებს და ტემპერატურის მინუს 12 გრადუსამდე დაცემასა პროგნოზირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში