ინდონეზიაში მყვინთავებმა დაკარგული თვითმფრინავის „შავი ყუთი“ იპოვეს. ამ დროისთვის კატასტროფის ადგილზე 10 სამაშველო გემი და 4 ვერტმფრენი იმყოფება. მყვინთავები დაღუპულთა ცხედრების ამოტანას აგრძელებენ. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
თვითმფრინავი გუშინ ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.