რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.მათივე ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით კერებზედარჩებიან მეხანძრე-მაშველები.