მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა

09 იანვარი 2021, 15:35 1589 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა. Worldometer-ის ინფორმაციით ბოლო 24  საათში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში, გარდაცვალების კი მექსიკაში ფიქსირდება. დღე ღამეში რუსეთში კორონავირუსი 23 309 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 470 პაციენტი. მექსიკაში კი კოვიდ 19-ს , 1 038  პაციენტი ემსხვერპლა, დაინფიცირდა  14 362.

საერთო მონაცემების მიხედვით კი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია გამოვლენილი, მას მოსდევს ინდოეთი, შემდეგ კი ბრაზილია. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიო რუკაზე საქართველო მე-8 პოზიციაზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი