საბერძნეთში შეზღუდვები გაახანგრძლივეს

08 იანვარი 2021, 17:01 992 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთმა საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ორი კვირით გაახანგრძლივა. შეზღუდვა, რომელიც ავიამგზავრებს საბერძნეთში ჩასვლამდე 72 საათის პერიოდში გაკეთებული პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ავალდებულებს და რომლის მოქმედების ვადაც 7 იანვარს იწურებოდა, 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.  

განახლებული შეზღუდვების ფარგლებში, საბერძნეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინში ყოფნა 3 დღის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში მოუწევთ. დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კი, ქვეყანაში შესვლისთანავე სწრაფ ტესტს გაუკეთებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი