უკრაინაში დღეიდან მკაცრი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში 25 იანვრამდე იმოქმედებს. გადაწყევტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ჯერ კიდევ 9 დეკემბერს მიიღო. უკრაინაში დღეიდან იხურება რესტორნები, კაფეები, ბარები და მაღაზიები, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქების გარდა. საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს. იხურება სპორტ-დარბაზები, აუზები, კინოთეატრები და თეატრები.
ასევე იხურება სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღების გარდა. იკრძალება გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს. 10 იანვრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება სტრასბურგში. იგი ადგილობრივი დროით 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
საფრანგეთის მთავრობამ იანვრის დასაწყისში კომენდანტის საათი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებშიც დააწესა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა კომენდანტის საათის შემოღებას კიდევ 10 რეგიონში განიხილავს.