აშშ-ის სამი ექს-პრეზიდენტის გამოხმაურება

07 იანვარი 2021, 11:46 839 ნახვა

აშშ-ის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო. ამერიკის ისტორიაში კაპიტოლიუმში შეჭრა ქვეყნისთვის უდიდეს უსინდისობად და სირცხვილად დარჩება წერს ტვიტერზე ბარაკ ობამა და პრეზიდენტ ტრამპს მხარდამჭერების წაქეზებაში ადანაშაულებს, რომელიც უსაფუძვლოდ განაგრძობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ტყუილს. კაპიტოლიუმზე, კონსტუტუციასა და ქვეყანაზე უპრეცედენტო თავდასხმად შეაფასა მომხდარი ბილ კლინტონმა. ჯორჯ ბუშის თქმით, ამბოხი სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს და მის რეპუტაციას. ბუშმა, რომელიც კონგრესთან განვითარებულ მოვლენებს მეუღლესთან ერთად ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ  თითქოს იგი არა დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამედ სადღაც ბანანის რესპუბლიკაში ხდებოდა.  მანამდე დონალდ ტრამპს მომხდარის გამო ანგარიშები დაუბლოკა ტვიტერმა და ფეისბუკმაც

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში