პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. შემთხვევა გასულ წელს მოხდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 7 აგვისტოს, პარკ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა.
ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულები 7-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.