ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის თბილისში 1 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.