კორონავირუსით პატიმარიც გარდაიცვალა. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომლის განცხადებითაც ქსნის დაწესებულებიდან პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ფაქტის მიუხედავად, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საკითხზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ვირუსის გამოსავლენად ინტენსიური პისიარ ტესტირება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელდება. პირველ ეტაპზე კი გამოკვლევა ჩაუტარდათ არასრულწლოვან და ქალ პატიმრებს. სწორედ, 23 ქალ მსჯავრდებულს დაუდასტურდა კორონავირუსი ბოლო 24 საათში, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს. ისინი დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პატიმრებიც. ვირუსზე შემოწმდნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა ,,კოვიდ 19“.