მერკელმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

05 იანვარი 2021, 17:11 833 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრის დროს, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე გაკეთდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს შორის კონტაქტი უნდა გაგრძელდეს ", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში