ყარაბაღში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

05 იანვარი 2021, 17:02 1142 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღში საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს.  იგი ქალაქ ფიზულიში აიგება. ალიევის თქმით,  წელს სულ ცოტა ასაფრენი ბილიკი მაინც უნდა იყოს მზად.  პრეზიდენტის განცხადებით, უკვე გაცემულია მითითება, ახლა ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. საერთაშორისო აეროპორტი ხელს შეუწყობს უცხოელი სტუმრების ისტორიულ ქალაქ შუშაში მიწვევას - ამბობს ილჰამ ალიევი.

მანამდე  ქალაქი შუშა ქვეყნის ლიდერმა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.  ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება 10 ნოემბერს გაფორმდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი