სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და დღეს ქვეყანაში ეპიდ ვითარება კონტროლირებადია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყანაში 10 იანვრიდან კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს. რაც შეეხება შეზღუდვებს, საქართველოში სრული ლოკდაუნი არ იგეგმება და 3 იანვრიდან მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებიც 24 დეკემბერს გაიხსნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-19-ით დაავადებული 25 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 2 ათას 12 შემთხვევა, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა აჭარაშიც. რეგიონში, ბოლო 24 საათის მონაცემით 125 პირი დაინფიცირდა.