ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ კომიტეტის პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
„ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მომავალი წლის პირველი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ახლა დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის სხდომაც ხვალისთვის არის ჩანიშნული. 24 დეკემბერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე კომპრომისს მიაღწიეს.