დღეიდან ევროპის ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 9 ათასს 750 დოზა უკვე მიიღეს: ესპანეთმა, იტალიამ, ბელგიამ, საბერძნეთმა, ხოლო 20 ათასი დოზა საფრანგეთმა. ვაქცინის დოზები სპეციალური მაცივარ- სატვირთოებით პოლიციის ესკორტის თანხლებით ჩაიტანეს და სპეციალურ სასაწყობე სივრცეებში განათავსეს. თავდაპირველად ვაქცინაცია ჩაუტარდება საავადმყოფოების პერსონალს.
ასევე პრიორიტეტი ასაკიან და მოწყვლად მოსახლეობას ენიჭება. ევროპის წამლების სააგენტომ ფაიზერ-ისა და ბინთიშ-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 6 დღის წინ გასცა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება 27-29 დეკემბრიდან გადაწყდა.