ბერლინში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

26 დეკემბერი 2020, 18:26 1209 ნახვა

გერმანიის დედაქალაქში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ბერლინში დღეს დილით კროიცბერგის რაიონში მოხდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მისი განცხადებით, ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში