ნეთანიაჰუ - ისრაელი პანდემიას პირველი დაამარცხებს

25 დეკემბერი 2020, 17:47 863 ნახვა

ისრაელი, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს.

პრემიერის  თქმით, მომავალ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში ისრაელის 100 ათასამდე მოქალაქე აიცრება. ისრაელში რამდენიმე დღეა პფაიზერ-ბიონტეკის  ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. 

პირველი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინა გაიკეთა, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. ისრაელში 27 დეკემბრიდან  14-დღიანი საყოველთაო „ლოქდაუნი“ ცხადდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში