კოვიდ-19-ის ახალი შტამი გერმანიასა და შვეიცარიაში

25 დეკემბერი 2020, 17:54 1443 ნახვა

დიდ ბრიტანეთში  დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის მუტაციური სახეობა გერმანიასა და შვეიცარიაში   დაფიქსირდა.  გერმანიაში ინფიცირების ერთი, შვეიცარიაში კი ორი შემთხვევაა გამოვლენილი. ორივე კოვიდინფიცირებული  გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი მუტაციური შტამი აღმოაჩინეს. 

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ახალი შტამი ჯერჯერობით მხოლოდ ორ პაციენტშია გამოვლენილი. ეს სახეობა განსხვავდება გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირებული მუტაციისგან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი