თითქმის ერთთვიანი აკრძალვის შემდეგ მაღაზიები და მოლები გაიხსნა, თუმცა საინტერესოა, რომ მოლოდინის მიუხედავად გასაოცარი ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა. ტანსაცმლის მაღაზიებში პროდუქციის პირდაპირ ყიდვაა შესაძლებელი და გასახდელით სარგებლობა აკრძალულია.
ბაზრობები კი დღეს არ გახსნილა, რის გამოც ე.წ. ხოფის ბაზრობის გამყიდველებმა დღეს აქცია გამართეს. აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში საბანკო დავალიანებებს ვერ ფარავენ, ბაზრის დირექტორი მათ მთავრობასთან შუამავლობას დაჰპირდა.