''ხოფის ბაზრობის'' მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ და აქციას მართავენ

24 დეკემბერი 2020, 12:17 5052 ნახვა

ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ და ამ წუთებში აქციას მართავენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება მისცეს, ბაზრობებს კი არა. მათი თქმით, ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.  

ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო უკვე ერთი თვეა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ასევე ვერ იხდიან საბანკო დავალიანებას. 

აცხადებენ, რომ რეგულაციებს დაიცავენ, თუ მთავრობა მუშაობის უფლებას მისცემს. 

''მოთხოვნა გვაქვს იქნებ მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება. ეს ერთი კვირაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ვეცდებით, რომ დისტანცია დავიცვათ, დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რასაც ჩვენგან ელიან. ახლა თუ ზამთრის საქონელი არ გავყიდეთ, მერე როდის ვივაჭრებთ'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

რაც შეეხება ბაზრობის ადმინისტრაციის პოზიციას. აქ აცხადებენ, რომ ხალხის ნაკადის კონტროლი გაუჭირდებათ. 

''მესმის  მოიჯარეების გულისტიკივილი, მაგრამ ბაზრობაზე, ვირუსით სულ მცირე 22 ადამიანია გარდაცვლილი. რთული სიტუაციაა. ამ ხალხს გვერდით ვუდგავარ, მაგრამ რეგულაციებს მარტო ადმინისტრაცია ვერ გააკონტროლებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოიჯარეებზეც. ამ თემაზე მთავრობაში საუბარი მიდის, მარტო ადმინისტრაცია ამაზე პასუხიმგებლობას ვერ აიღებს''- თქვა ზვიად მელიქაძემ.

ე.წ ხოფის ბაზრობა უკვე ერთი თვეა დაკეტილია.

 

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი