ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 290 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19 დაამარცხა 29 586 მოქალაქემ.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 647 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 119, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 პირი.
რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 707 მოქალაქე რჩება, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 პირი, მათ შორის თბილისში - 19 475 პირი, აჭარაში 4 363, იმერეთში 5 168.