თურქეთში ჟურნალისტს 27 წელი მიუსაჯეს

23 დეკემბერი 2020, 17:35 929 ნახვა

თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯან დუნდარს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციური გაზეთის, „ჯუმჰურიეთის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს ბრალი ტერორიზმის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო-პოლიტიკური ჯაშუშობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. ჟურნალისტი თურქეთიდან გერმანიაში 2016 წელს გაიქცა და სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა.

დუნდარის ადვოკატები განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. „ჯუმჰურიეთის“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა არაერთი სტატია გამოაქვეყნა თურქეთის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე. თურქეთის პრეზიდენტი  დუნდარს  „მძიმე საფასურის გადახდით“ დაემუქრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი