საშობაო დღესასწაულებზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება ევროპის ქვეყნებში

19 დეკემბერი 2020, 13:43 968 ნახვა

შობისა და ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავენ ევროპის ქვეყნები. ავსტრიაში რეგულაციების ფარგლებში, ყველა ის სავაჭრო ცენტრი დაიხურება, რომელიც გასულ კვირას, მეორე კარანტინის გაუქმების ფონზე გაიხსნა. ახალი შემზღუდველი ზომები ძალაში 26 დეკემბრიდან შევა და 18 იანვრამდე გაგრძელდება. 

ამ პერიოდში მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, სახლიდან გასვლაც შეეზღუდებათ. შეზღუდვებს აწესებს იტალიაც. იტალიაში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო. ახალი წესების თანახმად, არააუცილებელი მაღაზიები დაიკეტება 24 დეკემბრიდან   6 იანვრის ჩათვლით. 

ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. საყოველთაო კარანტინი ცხადდება შვეიცარისა და სლოვაკეთშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი