თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა ვანო ფოცხვერაშვილს, რომელიც 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დააკავეს. თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული ნაგებობა სამი დღის წინ დაანგრია, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და დააკავეს 13 ადამიანი, მათგან 12-ს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.