აჭარაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

17 დეკემბერი 2020, 11:25 1508 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19 დაამარცხა 27 143 მოქალაქემ.

კლინიკა დატოვა 87-მა პაციენტმა. რეგიონის კოვიდ მიმღებ ცენტრებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე რჩება 47 პაციენტი. 

სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის:  782 პირი, კოვიდ სასტუმროში - 1 080, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 2 628.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში