საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში - გიორგი გახარია

17 დეკემბერი 2020, 11:18 713 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი წლის დღეებში მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ დიდი წვეულებებს.

''ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს. როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, პირველ რიგში საახალწლო დღეებშიც. 

​ჩვენ ამ პასუხიმგებლობის გათვალისწინებით წელს ცოტა სხვანაირად უნდა  შევხვდეთ ახალ წელს. საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა თავი უნდა ავარიდოთ ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს  განსაკუთრებული წელია. 

განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური აღდგენისთვის, როგორც გავართმევთ თავს პირველ რიგში საახალწლო დღესასწაულებს.''- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში