გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც გარდამავალი შედეგი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელება.
მისივე განცხადებით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 000 ტესტის პირობებში ინფიცირების 3000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს.
"დღეს, შეზღუდვების დაწესებიდან მე-20 დღეა და შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება და ციფრები ტესტების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევები შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 000 ტესტის პირობებში ინფიცირების 3000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რადგან ეს არის მხოლოდ პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და პირველი შედეგი. ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდა ინფექციის ტემპის შეჩერება.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეული შემდეგი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.