ირაკლი ჩავლეიშვილის განათლების კომიტეტის წევრობა დღეს ბიუროზე ცნობად მიიღეს, რომელიც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში პირველად გაიმართა.
ამავე სხდომაზე განისაზღვრა ხვალინდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მეხუთე მოწვევის დეპუტატები პირველ სხდომაზე აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს დაამტკიცებენ, რომელიც 328 მილიონი ლარით განისაზღვრა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა. ხვალინდელი სხდომით აჭარის უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას დახურავს.