ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო კოლეგიის ისტორიული სხდომის შედეგების მიუხედავად არ აპირებს საჯაროდ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება. ამის შესახებ ტელეარხი სი-ენ-ენი, რომელიც ტრადიციულად დემოკრატებს უჭერს მხარს, თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სი-ენ-ენის მონაცემებით, ტრამპის რამდენიმე მრჩეველმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი პირად საუბრებში აღიარებდა, რომ მეორე ვადით თეთრი სახლის მეთაურად სავარაუდოდ ვერ დარჩებოდა.