აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

15 დეკემბერი 2020, 11:11 1195 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 467 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღემდე რეგიონში კორონავირუსისგან  26 322 მოქალაქე განიკურნა. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 819 პაციენტი იმყოფება. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. როგორც ვხედავთ, უკვე აშკარაა, გაორმაგებული ტესტირების ფონზე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, უკვე სახეზეა, დაწესებული შეზღუდვების ეფექტი და ინფიცირების გავრცელების შემცირება'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი