Google, Gmail და Youtube მოულოდნელად გაითიშა

14 დეკემბერი 2020, 16:13 2037 ნახვა

კომპანია „გუგლის“-ის სერვისები მოულოდნელად გაითიშა. არ მუშაობს ვიდეოპორტალი Youtube“, Google Drive და ელექტრონული ფოსტა "Gmail“.  მომხმარებლები ვერც ელექტრონულ ფოსტაში და ვერც ვიდეოპორტალზე შესვლას ვერ ახერხებენ.  ვებგვერდზე შესვლისას, მათ ხვდებათ წარწერა, რომ პორტალზე ხარვეზი ფიქსირდება.

ინტერნეტ პლატფორმა Downdetector-ის ცნობით, "Gmail"-ზე სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 76%, ვებ-გვერდს ვერ ხსნის 17% და მომხმარებელთა 5% შეტყობინებას ვერ ღებულობს.

რაც შეეხება youtube-ს, მომხმარებელთა 47% ვერ ახერხებს ვებ-საიტის გახსნას,  44% ვერ რთავს ვიდეოს და მომხმარებელთა 7% ავტორიზაციის პრობლემა შეექმნა.

კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.​

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში