პიკი ჩვენ უკვე გადავიარეთ, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო - გამყრელიძე

14 დეკემბერი 2020, 12:39 2399 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება. ამირან გამყრელიძის განმარტებით საქართველომ პიკი უკვე გადაირა.

"ნოემბრის ბოლოს დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგი უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. 7 დღის ინცინდენტობის მაჩვენებლით გამოჩნდა, რომ პიკი ჩვენ უკვე გადავიარეთ, პიკში ჩვენ ვიყავით დაახლოებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რაოდენობამ ქვევით სვლა დაიწყო. მაგრამ ეს არის ჯერ მხოლოდ პირველი ნიშნები და ეს არ არის საბაბი თვითდამშვიდების. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: შემზღუდველი ღონისძიებებით, რომლებიც შედეგს იძლევა, გაფართოებული ტესტირებით, გამოვლენით და დროული იზოლაციით, პირბადის ტარების გაზრდილი კულტურა, რომელიც 67%-ია.

ქვეყანაში ბოლო 1 კვირის განმავლობაში არის ზრდის მაჩვენებლების შეჩერების ტენდენცია და გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში