აჭარაში, კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება - თამარ გაბუნია

14 დეკემბერი 2020, 12:20 1442 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება.

"დღეს, ბოლო პერიოდთან შედარებით ახალი შემთხვევების უჩვეულოდ დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. 6000-ზე ოდნავ მეტი ტესტი ჩატარდა გუშინ, თუცა დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება.

სტაბილიზაციის ნიშნები განსაკუთრებით გამოიკვეთა აჭარაში. აჭარაში ეპიდემიის მატება დაიწყო უფრო ადრე, მაგრამ მიმდინარე პერიოდში შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, რომ უფრო ზუსტი სურათი გვქონდეს რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის გავრცელება როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ნიშნები იმისა, რომ სასწრაფოს გამოძახების რაოდენობა იკლებს და მოლოდინის პერიოდში მყოფი პაციენტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია მიუთითებს იმაზე, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისა, რომ პაციენტების დაყოვნება ბინაზე აღარ ხდებოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი