ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 68-პაციენტმა.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში იმყოფება 866 პაციენტი, მათგან მძიმეა 150 მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146.
ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი.