მჯერა ისინი შეძლებენ ერთად მუშაობას, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესისა - კელი დეგნანი 

11 დეკემბერი 2020, 12:14 1076 ნახვა

ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა სხდომის გახსნას – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანი პარლამენტში იმყოფება და პირველ სხდომას ესწრება.

დიპლომატის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

''ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ ყველა არჩეული წევრი დაიკავებს მის ადგილს პარლამენტში და იბრძოლებენ და დაიცავენ მათ კონსტიტუციირ უფლებებს პარლამენტიდან. მე მჯერა, რომ ისინი შეძლებენ ერთად მუშაობას მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ინტერესისა, ქვეყნის ინტერესებისთვის'' - განაცხადა  აშშ-ის ელჩმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში