საქართველოში კორნავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

11 დეკემბერი 2020, 11:00 950 ნახვა

საქართველოში გასულ 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა,ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭნავას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, გარდაიცვალა 37.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა - 313, იმერეთი - 636, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 268, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918 საიდანაც: 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 138, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში