Facebook-ის და Messenger-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნის, სერვერთან დაკავშირების და აპლიკაციაში შესვლის პრობლემა შეექმნათ.
ვებ-გვერდის ცნობით, მომხმარებელთა 52% ვერ ღებულობს შეტყობინებებს. სერვერთან წვდომა უჭირს 31%-ს, აპლიკაციაში ავტორიზაციას კი 16% ვერ ახერხებს.
"ფეისბუქის" პარალელურად, იგივე ხარვეზი "მესენჯერშიც" ფიქსირდება. აპლიკაციაში მომხმარებლებს შეტყობინების გაგზავნის და ზარების განხორციელების პრობლემა აქვთ.
კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.