თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა საახალწლოდ მდგომარეობა დასტაბილურდება -გამყრელიძე

10 დეკემბერი 2020, 12:05 1140 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ მოსახლებაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა, მაშინ საახალწლოდ მდგომარეობა დასტაბილურდება.

ამირან გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პირბადის ტარება ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიებაა.

"ჩვენი შეფასებით დაწესებული შეზღუდვები უკვე მოქმედებს, უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს ოდნავ სტაბილიზაციაში, შემთხვევების რაოდენობის და ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის ღონისძიებები, რაც დაწესებულია. პირველ რიგში კარგია, რომ 10%-ით გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების კოეფიციენტი და ის ახლა 65% შეადგენს, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%.

თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში მიაღწევს 95%-ს მაშინ პირობას გაძლევთ საახალწლოდ შეიძლება დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა, მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება დღეს ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძებაა.

ევროპაში ყველგან თავს იკავებენ რეგულაციების შემსუბუქებისგან და შემზღუდავი ღონისძიებები გრძელდება საშობაო და საახალწლო პერიოდში. პირბადის ტარება აყვანილი აქვთ 90-95%-მდე“ -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში