ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი 2020, 11:39 1181 ნახვა

უკვე 54 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. 1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში