ბათუმის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციებში მონაწილე მინდია ცინცაძე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

09 დეკემბერი 2020, 14:10 1795 ნახვა

30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის  წინ, მიმდინარე აქციაში მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტი, მინდია ცინცაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს 1000 ლარით დააჯარიმა.

მინდია ცინცაძე აქციის მონაწილეებთან ერთად, აჭარის მთავრობის შენობაზე ჰელიუმის ბუშტების მიმაგრებაში მონაწილეობდა, რომელზეც წარწერები იყო - ''გამოდი, შეხვდი ხალხს''... 

პოლიციამ  მისი დაკავება სცადა, ხელბორკილებიც დაადეს, თუმცა თანაგუნდელებმა ის სამართალდამცეველბს არ გაატანეს. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო 166 და 173 მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი