მინდა იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ შეთანხმებას - არჩილ თალაკვაძე

07 დეკემბერი 2020, 17:11 1247 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა შეთანხმებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

,,მსურს, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიულობა'' - უთხრა ჟურნალისტებს  არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით,  განმეორებით არჩევნებს ''ქართული ოცნება'' არ განიხილავს.

„დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, ნამდვილად ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დიალოგს ფასილიტაციას უწევენ და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია რამდენჯერმე საჯაროდ დავაფიქისირეთ და ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს ''ქართული ოცნება'' არ განიხილავს. ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში