მივმართავ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ტესტირება - გამყრელიძე

07 დეკემბერი 2020, 12:41 1427 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ტესტირება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 200-მდე დაწესებულებაა, სადაც მოქალაქეებს შეუძლია ანტიგენტზე დამყარებული ტესტი უფასოდ გაიკეთონ.

მისივე განმარტებით, ტესტირების გაფართოება ადრეულ ეტაპზე, გამოვლენას და ინფიცირების გავრცელების შეჩერებას ემსახურება.

"ჩვენ გვინდა ამ კვირის განმავლობაში გავიდეთ 20 000-ზე გავაფართოვოთ მაქსიმალურად ტესტირება. PCR პლუს ანტიგენტზე დამყარებული ტესტებით. ამის ძირითადი მიზანია ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ინფიცირებულების და მივცეთ იზოლირების რეკომენდაცია, რომ შევაჩეროთ გავრცელება.

მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, ამ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, ამ დროს შეიძლება ინფიცირების შემთხვევები ოდნავ მეტი გვქონდეს. ქვეყნის დაახლოებით 200-ზე მეტ ადგილზეა დღეს შესაძლებელი ტესტირება. ეს გახვლავთ უფასო, ადამიანებს შეუძლია მიმართონ, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე თვითდინებით.

ანტიგენით ტესტის ჩატარებული კვლევის პასუხი არის მზად დაახლოებით 15-20 წუთში და შემდეგ იტვირთება პორტალზე.

თუ, ყველანი ზედმიწევნით შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს, ეს განსაკუთრებით პირბადეების ტარებას ეხება. პირბადის ტარების მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აგვეწია და 55% დან 65%-ამდე გაიზარდა და ავიყვანთ მას მაქსიმუმზე ეს არის 95%, ამ თვის ბოლოსთვის შესაძლოა ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვესვლის და აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს სადღაც 200-ის ფარგლებში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში